sli-1.png
მობრძანდით!

სატვირთო  ავტოსერვისი „დიზელ მასტერ თბილისი“ -წარმოადგენს სატვირთო მანქანების და ყველა მოდელის სპეც.ტექნიკის დიაგნოსტიკის და შეკეთების თანამედროვე ტექნიკურ ცენტრს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი სადიაგნოსტიკო აპარატურა, სპეციალური ხელსაწყოები, თანამედროვე მანქანა -დანადგარები, სპეციალიზირებული ტექნიკური ლიტერატურა და გამოცდილი, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები. საიდანაც არ იყოთ ჩამოსული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და თქვენ  მოგეწონებათ ჩვენი ობიექტური ფასები.

სამუშაო დრო:


ორშ - პარ: c 8:00 დან 18:00

შაბათი: 9:00 საათიდან 18:00 საათამდე

მზე: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე

 

მ. მრევლიშვილის ქუჩა, დასახლება ავჭალა, თბილისი, საქართველო

https://www.diesel-master-tbilisi.com/

  • Facebook

ჩვენი კლიენტები არიან როგორც კერძო კლიენტები, ასევე მსხვილი სამრეწველო, სამშენებლო და სატრანსპორტო კომპანიები. სატვირთო მანქანების მომსახურების ავტოსერვისი "დიზელ მასტერ"-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამართლებს მისი მომხმარებლების ნდობას. გეპატიჟებით მათ, ვინც აფასებს იმ უპირატესობებს, რაც უზრუნველყოფს მანქანებისა და სპეციალური ტექნიკის პროფესიონალურ შეკეთებას. თბილისი არის დინამიური რეგიონი მზარდი ბიზნესით და საწარმოო საქმიანობით, ხოლო სატვირთო ავტომანქანების მომსახურების სადგურის პოვნა შესანიშნავი რეპუტაციით და პროფესიონალი გუნდით ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესს მიაწოდოთ დამატებითი გარანტიები და საიმედოობა. ჩვენ გვესმის, რომ კომერციული სატრანსპორტო საშუალების რემონტი მფლობელისთვის არა მხოლოდ მისი აღდგენის  პირდაპირი ხარჯებია, არამედ ის მოგებაც, რომელიც მან არ მიიღო მის უმოქმედობის დროს. აქედან გამომდინარე, თქვენი მანქანის სარემონტო დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ყველა ტექნოლოგიურად შესაძლებელი პროცესი ხორციელდება პარალელურად.

მომსახურება

- სრული დიაგნოსტიკა

- ძრავების დიაგნოსტიკა და რემონტი

- გადაცემათა კოლოფის დიაგნოსტიკა და რემონტი

- ტრანსმისიების და წამყვანი ღერძების დიაგნოსტიკა და რემონტი

- საჰაერო სისტემის დიაგნოსტიკა და რემონტი

- ელექტრო სისტემის დიაგნოსტიკა და რემონტი

- სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა და რემონტი

- გამოსაბოლქვი სისტემის დიაგნოსტიკა და რემონტი

- საჭის და სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა და რემონტი

- სხეულის (კუზავოს) და ჩარჩოს (რამის) რემონტი